ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ჯოზე მანველ დორაო ბაროზო ცდილობს დააცხროს
ევროპარლამენტის კრიტიკა ევროკომისიის მართლწესრიგზე პასუხისმგებელ წევრად კოსერვატორ როკო ბატილიონეს დასახელების გამო. ბატილიონეს მიმართ კრიტიკა გამოიწვია მისსავე განცხადებებმა ქორწინებასა და ჰომოსექსუალიზმზე. ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა დორაო ბაროზომ განაცხადა: [ბაროზოს ხმა] "ახალი ევროკომისია სექსუალურ ორიენტაციაზე, სქესსა და რელიგიურ მრწამსზე დამყარებული ნებისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგი იქნება." საქმე ის არის, რომ ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ევროპარლამენტის უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.