Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის მერტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შაბათს


იაპონიის მერტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შაბათს ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში

იაპონიის მერტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, შაბათს ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში
სამი მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია სულ ცოტა - 8 ადამიანი. დაშავებულია 500-მდე. იაპონიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრის გამო ქალაქ ნაგაოკასთან ლიანდაგიდან გადავარდა მატარებელი. პირველი მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 6.8 ბალი იყო, რასაც 6,2 ბალიანი და 5,9 ბალიანი რყევები მოჰყვა. მიწისძვრის გამო ასობით ათას ოჯახს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგება. მეტეოროლოგიური სამსახურის წარმომადგენელი მასაჰირო იამამოტო აცხადებს, რომ მოსალოდნელია მიწისძვრის შემდგომი ბიძგები: [იამამოტოს ხმა] "მიწისძვრის შემდგომი ბიძგები გრძელდება და არის ალბათობა, რომ გამეორდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, ამიტომ მე სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას, ვინც მიწისძვრის არეალში იმყოფება". მიწისძვრა იაპონიაში მოჰყვა ძლიერ ტაიფუნს, რომელმაც 79 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG