Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვაქცინის


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვაქცინის მწარმოებლებს სამიტზე იწვევს იმისთვის,

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის ვაქცინის მწარმოებლებს სამიტზე იწვევს იმისთვის,
რომ შეაჯერონ ყველა საშუალება და შესაძლებლობა გრიპის პანდემიის საფრთხესთან გასამკლავებლად. გაეროს ჯანდაცვის უწყების ცნობით, შეერთებული შტატების ვაქცინის მწარმოებელმა 16-მა კომპანიამ უკვე გამოთქვა სამიტში მონაწილეობის სურვილი. მსგავსი სურვილი გამოთქვეს სხვა ქვეყნების მსხვილმა კომპანიებმაც. გრიპის პანდემიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი სამიტის ჩატარება 11 ნოემბერს შვეიცარიის დედაქალაქშია დაგეგმილი. დღეს მსოფლიოში გრიპის 300 მილიონი ვაქცინის წარმოებაა შესაძლებელი. ჯანდაცვის უწყებათა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულ მცირე 6 თვეა საჭირო პანდემიის დასაძლევად ახალი ვაქცინის შემუშავებისთვის.
XS
SM
MD
LG