Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება


მსოფლიოს ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.

მსოფლიოს ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.
ბუშმა მილოცვები მიიღო ევროპის კავშირისა და ევროპის კომისიიდან, ნატოდან, რუსეთისდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ბუშის ხელახლა არჩევა საფრანგეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გამოსწორების შანსს იძლევა. გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მოწოდებით გამოვიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბუშს ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანი უწოდა. ნატოს გენერალური მდივნის, იაპ ჰოოდ სხეფერის თქმით, იგი კმაყოფილია ბუშთან თანამშრომლობის გაგრძელებით. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ბუშთან მჭიდრო თანამშრომლობის მოწოდებით გამოვიდა. პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა, რომელიც მკურნალობას გადის საფრანგეთში, იმედი გამოთქვა, რომ ბუში მშვიდობას მოუტანს ახლო აღმოსავლეთს.
XS
SM
MD
LG