Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 25 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა


ევროკავშირის 25 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში დასრულდა. ბლოკის ლიდერებმა

ევროკავშირის 25 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში დასრულდა. ბლოკის ლიდერებმა
გამოხატეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს, ორდღიანი სამიტის დასასრულს განაცხადა, რომ ტერორიზმისა და სიღარიბის დაძლევაში პროგრესის მიღწევას შტატები და ევროპა მხოლოდ თანამშრომლობით შეძლებენ: [ბალკენენდეს ხმა] "ევროპას სწამს, რომ თუკი გვინდა ტერორიზმის დაძლევა, თუკი გვსურს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების, მათ შორის - სიღარიბის დაძლევა, აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, ევროპის ქვეყნებმა, ერთად იმუშაონ ამ მიზნების განსახორციელებლად". სამიტის დასრულების შემდეგ იან პეტერ ბალკენენდე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ტელეფონით დაუკავშირდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
XS
SM
MD
LG