Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ჯავშან მანქანებმა საფრანგეთის ყოფილი


საფრანგეთის ჯავშან მანქანებმა საფრანგეთის ყოფილი კოლონიის სპილოს ძვლის

საფრანგეთის ჯავშან მანქანებმა საფრანგეთის ყოფილი კოლონიის სპილოს ძვლის
ნაპირის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ლორან გბაგბოს სახლიდან რამდენიმე კილომეტრში პოზიციები დაიკავეს. ფრანგი სამხედროები არაფერს ამბობენ, მაგრამ პრეზიდენტ გბაგბოს წარმომადგენელი ამბობს, რომ არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე. სახელმწიფო რადიო საპროტესტო აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სახლის დასაცავად ცოცხალი ფარის შექმნისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ამბოხი სპილოს ძვლის ნაპირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა აფრიკის სამხრეთში მდებარე ამ რესპუბლიკის კუთვნილი ორი თვითმფრინავისა და სამი სამხედრო ვერტმფრენის განადგურება ბრძანა. შირაკის ბრძანება აფრიკის ამ ქვეყნის სამთავრობო ჯარის მიერ ცხრა ფრანგი ჯარისკაცისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლის - ერთი ამერიკელის დახოცვას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG