Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იწონებს ევროპის


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იწონებს ევროპის ლიდერთა მცდელობას, რომელიც ირანთან

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იწონებს ევროპის ლიდერთა მცდელობას, რომელიც ირანთან
მოლაპარაკებების ჩიხური ვითარებიდან გამოსვლას ისახავს მიზნად. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ცდილობენ აიძულონ ირანი შეაჩეროს ბირთვული პროგრამები, რომ ამ გზით თავიდან აიცილოს გაეროს უშიშროების საბჭოზე მისი საკითხის განხილვა. პარასკევს თეთრ სახლში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან ერთად გამართულ პრე-კონფერენციაზე ბუშმა განაცხადა: [ბუშის ხმა] "ჩვენ არ გვინდა, რომ ირანი ფლობდეს ბირთვულ იარაღს და ამისათვის ვმუშაობთ. პრემიერ-მინისტრი ბლერი ჭეშმარიტად იმსახურებს შექებას იმისათვის, რომ საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად ცდილობს აიძულოს ირანელები შეწყვიტონ პროცესები, რომელთა საშუალებითაც მათ შეიძლება ბირთვული იარაღი შექმნან".
XS
SM
MD
LG