Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი


ირანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ჰასან როჰანი ამბობს,

ირანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ჰასან როჰანი ამბობს,
რომ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად, 22 ნოემბრიდან ირანი დროებით შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამებს. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ აჰამიდ რეზა ასეფიმ განაცხადა, რომ გუშინდელი შეთანხმება დროებითი და ნებაყოფლობითი ნაბიჯია. დიპლომატები ირწმუნებიან, რომ ირანის გადაწყვეტილება გათვალისწინებული იქნება ანგარიშში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა გაეროს ბურთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ. ანგარიშის ტექსტი კონფიდენციალური გახლავთ და ის ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს 25 ნოემბრის სხდომისთვის მომზადდა. თუმცა, საინფორმაციო სააგენტოები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტის ტექსტის ასლები მოიპოვეს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მუჰამედ ელ ბარადეის არ შეუძლია იმის გადაჭრით უარყოფა, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს იმ მასალების საიდუმლო მარაგი, რომელიც შეიძლება ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG