Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კონსერვატიული ძალების წარმომადგენელმა პარლამენტარებმა


ირანში კონსერვატიული ძალების წარმომადგენელმა პარლამენტარებმა დაგმეს მთავრობის მიერ დადებული შეთანხმება,

ირანში კონსერვატიული ძალების წარმომადგენელმა პარლამენტარებმა დაგმეს მთავრობის მიერ დადებული შეთანხმება,
რომელიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეჩერებას ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად. ირანის მხარე ამ გარიგებაზე ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა დაიყოლიეს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, ირანის პარლამენტის დღევანდელ ხმაურიან სხდომაზე პარლამენტარების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თეირანი, მათი შეფასებით, მეტისმეტად დიდ კომპრომისზე წავიდა. ერთ-ერთი პარლამენტარი ირანის ინტერესების წინაღამდეგ მიმართულ შეთანხმებაზე ალაპარაკდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ საქმე ეხება ბირთვული პროგრამის დროებით და არა საბოლოო შეჩერებას. ის ძალაში უნდა შევიდეს მომავალ კვირაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ სხდომაზე კი გადაწყდება, მოითხოვს თუ არა ატომური სააგენტო ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მიღებას.
XS
SM
MD
LG