Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს უკრაინაში დამთავრდა სამზადისი საპრეზიდენტო


დღეს უკრაინაში დამთავრდა სამზადისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის,

დღეს უკრაინაში დამთავრდა სამზადისი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის,
რომელიც კვირას გაიმართება. ოპოზიციის კანდიდატმა ვიქტორ იუშჩენკომ რეიტერის სააგენტოს კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება და 22 ნოემბერს უკრაინას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ეს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ასე მოხდება, მაგრამ მე მინდა, რომ პროცესები საჯაროდ მიმდინარეობდეს. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ კენჭისყრის პროცესი კანონის დაცვით, გამჭვირვალედ და პატიოსნად ჩაივლის." პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეები დღეს კიევის სტადიონზე შეიკრიბნენ და რწმენა გამოთქვეს, რომ არჩევნებში სწორედ მათი რჩეული გაიმარჯვებს. [დემონსტრანტების შეძახილები: "იანუკოვიჩ! იანუკოვიჩ!"] პირველი ტურის შემდეგ უმნიშვნელო უპირატესობა ვიქტორ იუშჩენკოს მხარეს იყო.
XS
SM
MD
LG