Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს სამშვიდობო


ერაყიდან სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს სამშვიდობო ასეულის წევრები,

ერაყიდან სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს სამშვიდობო ასეულის წევრები,
რომლებიც 7 თვის მანძილზე ერაყში სამშვიდობო ოპერაციებს ახორციელებდნენ. დაბრუნებულ ჯარისკაცებს აეროპორტში დახვდნენ თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი, ოჯახის წევრები და ახლობლები. "საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა იმ 30 სახელმწიფოს შორის, რომლებიც თავიდანვე ჩაერთვნენ ანტიტერორისტულ კოალიციის საქმიანობაში"- განაცხადა რიჩარდ მაილსმა. 8 ნოემბერს ერაყში გაემგზავრა "კომანდოსის" ბატალიონის 300 ჯარისკაცი. ანტიტერორისტულ კოალიციურ ძალებში ქართველ სამხედროთა რაოდენობა საბოლოოდ 850-ით განისაზღვრება.
XS
SM
MD
LG