Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წევრებმა დღეს


აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წევრებმა დღეს უნდობლობა გამოუცხადეს საბჭოს თავმჯდომარეს პაველ აძიბას.

აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წევრებმა დღეს უნდობლობა გამოუცხადეს საბჭოს თავმჯდომარეს პაველ აძიბას.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება უხუცესთა საბჭომ მიიღო სოხუმში გამართულ სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება. შეკრებილების უმრავლესობის აზრით, პაველ აძიბამ დღეს საბჭოზე ძირითადად ამჟამინდელ ხელისუფალთა ნათესავი და მომხრე უხუცესების შეკრება სცადა. საბჭოს წევრების აზრითვე, აძიბა მხარს უჭერს ხელისუფლების კანდიდატ რაულ ხაჯინბას და ამიტომ მოითხოვს ოპოზიციონერ სერგეი ბაღაფშისგან არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებაზე უარის თქმას და განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე დაყაბულებას. როგორც იუწყებიან, აფხაზ უხუცესთა საბჭოს მორიგი სხდომა სამშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG