Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა
გაეროს გენერალურ ასამბლეას მოუწოდა, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება სომხეთის მიერ ათი წლის წინათ მიტაცებულ ტერიტორიებზე სომეხთა ჩასახლების გამო. მამადიაროვის თქმით, ათასობით სომეხი დასახლდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც მთიან ყარაბაღს ესაზღვრება. მაგრამ გაეროში სომხეთის ელჩმა არმენ მარტიროსიანმა უარყო მამადიაროვის მტკიცება და განაცხადა, რომ ამგვარი რეზოლუცია ძირს გამოუთხრიდა სამშვიდობო პროცესს. [არმენ მარტიროსიანის ხმა] "ამ ტერიტორიების საკითხი ვერ მოგვარდება მანამ, სანამ არ იარსებებს რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის სტატუსზე და არ შეიქმნება უსაფრთხოების გარანტიები." გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, განაგრძოს რეზოლუციის პროექტის განხილვა, თუმცა განხილვის თარიღი არ დაუზუსტებია.
XS
SM
MD
LG