Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების ლიდერობის კანდიდატი, მაჰმუდ აბასი


პალესტინელების ლიდერობის კანდიდატი, მაჰმუდ აბასი პირობას დებს,

პალესტინელების ლიდერობის კანდიდატი, მაჰმუდ აბასი პირობას დებს,
რომ გააგრძელებს იასირ არაფატის გზას პალესტინელების სახელმწიფოს დასაარსებლად. ამ განცხადებით აბასი გამოვიდა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელზეც პატივი მიაგეს არაფატის ხსოვნას. ის ამ ორი კვირის წინ გარდაიცვალა. მმართველმა ფატაჰის მოძრაობამ მაჰმუდ აბასი წუხელ აირჩია პალესტინელების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე არაფატის მემკვიდრის კანდიდატად. მანამდე აბასი აირჩიეს არაფატის მემკვიდრედ პალესტინელის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე. მაგრამ ფატაჰის ზოგი წევრი, მარვან ბარღუტის კანდიდატურას ემხრობა - ის ისრაელს დაპატიმრებული ჰყავს. პალესტინელები 9 იანვარს აირჩევენ ახალ პრეზიდენტს.
XS
SM
MD
LG