Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში 25 ნოემბერს გაეროს ატომური


ვენაში 25 ნოემბერს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა

ვენაში 25 ნოემბერს გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა
საბჭოს წევრები შეიკრიბნენ და ირანის ბირთვული პროგრამების ორწლიანი კვლევის შედეგებს განიხილავენ. სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი აცხადებს, რომ ირანმა ერთი გამონაკლისის გარდა, შეასრულა დაპირება და შეაჩერა ურანის გამდიდრების პროგრამები. ბარადეის თანახმად, სააგენტო ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმის თაობაზე, რომ მან ურანის გამდიდრების აღჭურვილობა კვლევითი პროგრამებისთვის გამოიყენოს, მხოლოდ ბირთვული მასალების გამოყენების გარეშე: [ბარადეის ხმა]
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინ მივიწევთ, რომ დასაწყისში იყო სირთულეები ირანის მიერ რაღაც-რაღაცეების გასაიდუმლოების გამო. მაგრამ ახლა, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად გაუმჯობესდა". საერთაშორისო სააგენტომ ვერ შეძლო ეპოვნა მტკიცებულებები იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის დამზადებას აპირებს. თუმცა, სააგენტო არ არის დარწმუნებული, რომ ირანი საიდუმლო პროგრამებს არ აწარმოებს.
XS
SM
MD
LG