Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო


უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სწრაფად მოძებნისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სწრაფად მოძებნისკენ მოუწოდებენ.
უკრაინის ფინანსთა მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ 21 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური არეულობის შედეგად ქვეყნის ბიუჯეტმა 113 მილიონი დოლარი დაკარგა. აზაროვი შიშობს, რომ თუკი კრიზისი გაგრძელდება, უკრაინის მომავალი წლის ბიუჯეტის შესრულება ეჭვქვეშ დადგება. როგორც ვარაუდობენ, უკრაინაში ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანწილად ექსპორტის გაზრდის წყალობით, 2004 წელს 12.4 პროცენტს შეადგენს, მომავალი წლისთვის კი 8 პროცენტზე მეტს. თუმცა, ბიუჯეტის დეფიციტი საპრეზიდენტო არჩევნების წინა ორი თვის მანძილზე გაიზარდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ სოციალური ხარჯები გაზარდა.
XS
SM
MD
LG