კვირას მოსკოვში რუსეთის დემოკრატიული და ლიბერალური პარტიების ათასამდე წარმომადგენელი
შეიკრიბა იმისათვის, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სულ უფრო მზარდი ავტორიტარული მართვის წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატა. კვირასვე მეორე შეხვედრის - ფრაქცია "როდინას" მიერ ორგანიზებული ერისა და მოქალაქის უფლებათა დაცვის სრულიად რუსეთის კონგრესის მონაწილეებმა ეროვნულ-გამათავისუფლებელი კომიტეტი დააფუძნეს. კონგრესზე გამოსვლისას როგოზინმა რუსეთის უმთავრეს მტრებად ოლიგარქები გამოაცხადა და განმარტა, რომ კომიტეტის მოქმედება საერთაშორისო და შიდა ოლიგარქიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 12 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკმადო წინააღმდეგობრივ კანონპროექტს, რომელიც რეგიონული მთავრობების პირდაპირი არჩევნების გზით არჩევას აღკვეთს. ამ ნაბიჯის მოტივად მოწინააღმდეგეები პუტინის მიერ კრემლის ძალაუფლების განმტკიცების სურვილს ასახელებენ.