Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ


უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს არ სურს

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს არ სურს
მისი მოწამლვის შესახებ საქმის განახლება, რადგან ეს მომავალი არჩევნებისგან ყურადღების გამოძიებაზე გადატანას გამოიწვევს. უფრო ზუსტად კი მას არ სურს, რომ ამ გამოძიების შედეგები 26 დეკემბრის არჩევნებამდე გახდეს ცნობილი. იუშჩენკო კვლავაც იმეორებს, რომ მის მოწამლვაში ხელისუფლების ხელი ერია: [იუშჩენკოს ხმა] "დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მოწამლვაში ხელისუფლებაში მყოფთა ხელი ურევია. გამოძიებას დრო სჭირდება. ბევრი რამ უკვე ცნობილია. მიმაჩნია, რომ თუკი გენერალური პროკურატურა უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს, უკრაინაცა და მსოფლიოც მალე გაიგებს, ვინ ჩაიდინა ეს". ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა ემა ადვინმა განაცხადა, რომ ავსტრიელი ექიმების დასკვნა იმის შესახებ, რომ იუშჩენკო მოწამლეს, "შემაშფოთებელია". ადვინის თქმით, ყველა, ვინც კი დამნაშავე აღმოჩნდება იუშჩენკოს განზრახ მოწამლვაში, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს. ხვალ უკრაინის პარლამენტი საგანგებო სხდომას გამართავს ვიქტორ იუშჩენკოს მოწამლვის საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG