Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების განცხადებით, კომპანია "იუგანსკნეფტგაზის"


შეერთებული შტატების განცხადებით, კომპანია "იუგანსკნეფტგაზის" გასაყიდად

შეერთებული შტატების განცხადებით, კომპანია "იუგანსკნეფტგაზის" გასაყიდად
ჩატარებული აუქციონის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სამართლებრივი სისტემის ეფექტიანობას. გუშინ მოწყობილ აუქციონზე გაიმარჯვა რუსეთის სრულიად უცნობმა კომპანია "ბაიკალფინანსგრუპმა". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის თქმით, ნავთობკომპანია "იუკოსის" ძირითადი ნავთობმომპოვებელი ქვედანაყოფის გაყიდვის გარემოებებმა რუსეთი უცხოელი ინვესტორებისთვის, შესაძლოა, ნაკლებად მიმზიდველი გახადოს. დღეს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თუ აუქციონის გამარჯვებული ვერ მოახერხებს ობიექტის საფასურის - 9 მილიარდ 300 მილიონი დოლარის - 14 დღეში გადახდას, ის მთავრობის საკუთრებაში გადავა.
XS
SM
MD
LG