გერმანიაში კანცლერ გერჰარდ შრიოდერისა და მისი სტუმრის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკება გაიმართა.
ქალაქ შლეზვიგში მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ გერმანიისა და ევროკავშირისაგან მიიღო წინადადება, ჩეჩნეთში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. პუტინის თქმით, ჩეჩნეთში ომი დამთავრდა, მაგრამ ის მაინც მზადაა, მიიღოს ევროკავშირის წინადადება.მან დემონსტრანტებს მიმართა [პუტინის ხმა] “მინდა გითხრათ შემდეგი, პატივცემულო დემონსტრანტებო, პივრელი, ჩვენ ეს წავიკითხეთ, მეორეც, ომი ჩეჩნეთში სამი წელია დასრულდა, მან უკვე ჩაიარა. შეგიძლიათ შინ წახვიდეთ, ბედნიერ შობას გისურვებთ.” პუტინი უკრაინაში არჩევნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ გაუჭირდება პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ იუშჩენკოსთან თანამშრომლობა. დღესვე პუტინმა და შრიოდერმა აღნიშნეს, რომ დაიდო 2 მილიარდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში წარმოებული მატარებლების იმპორტს რუსეთში.