Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს 27 წელი შესრულდა საქართველოს


დღეს 27 წელი შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან.

დღეს 27 წელი შესრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში მრავალი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს ეს დღე მიულოცა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორემ დღეს სინანულისა და შერიგების საყოველთაო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზები, ქართველები და ოსები კვლავ გამონახავენ საერთო ენას და შეინარჩუნებენ ძმურ დამოკიდებულებას, რომელიც მათ წლების განმავლობაში აკავშირებდა. მიხეილ სააკაშვილმა კი აღნიშნა, რომ ყოველი სამშვიდობო ინიციატივა მისასალმებელია და "თუ ქვეყანაში ღალატი არ იქნება, საქართველოს ერთიანობას წინ ვერაფერი აღუდგება".
XS
SM
MD
LG