Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაზე უარი უთხრა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაზე უარი უთხრა
რუს პარლამენტარ ვლადიმერ ჟირინოვსკის. უკრაინის ცსკ-ის თავმჯდომარე იაროსლავ დავიდოვიჩის თქმით, ჟირინოვსკიმ დამკვირვებლად რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები ცსკ-ში პარასკევს საღამოს შეიტანა. კანონის თანახმად კი დოკუმენტების შეტანა ხუთშაბათს შუაღამისას დასრულდა.
დავიდოვიჩმა დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინაში "უცხო სახელმწიფოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობაა რეგისტრირებული".
XS
SM
MD
LG