Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნება.


ისრაელში ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა

ისრაელში ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა
დღეს მთავრობასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგად. პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის განცხადებით, ოპოზიციური შრომის პარტიის ლიდერი შიმონ პერესი ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს. ახალი მთავრობის შემადგენლობა, შესაძლოა, მომავალ კვირაში გამოაცხადონ. ახალი კოალიციის შექმნა საშუალებას მისცემს ისრაელის მმართველ ძალებს, დაძლიონ წინააღმდეგობა, რომელსაც იწვევს შარონის გეგმა პალესტინელთა ტერიტორიებიდან ებრაელთა დასახლებების ევაკუაციის თაობაზე.
XS
SM
MD
LG