Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები განაგრძობენ იტალიის ჩრდილოეთში მატარებლების


მაშველები განაგრძობენ იტალიის ჩრდილოეთში მატარებლების შეჯახების ადგილას გადარჩენილთა ძებნას.

მაშველები განაგრძობენ იტალიის ჩრდილოეთში მატარებლების შეჯახების ადგილას გადარჩენილთა ძებნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ბოლონიის ახლოს მომხდარი კატასტროფის შესახებ აცხადებს, რომ დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი. მაშველებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მატარებლის ყველა ნაწილში შეღწევა. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, ერთმანეთს შეეჯახა სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა და სატვირთო მატარებელი, რომელიც რკინის მძიმე კონსტრუქციებით იყო დატვირთული. ორივე მატარებელი ერთ ლიანდაგზე შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდნენ. შეჯახების მიზეზი უცნობია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ კატასტროფის დროს იმ მონაკვეთზე ძალიან სქელი ნისლი იყო.
XS
SM
MD
LG