სამხრეთ აზიაში, დეკემბერში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამების
მსხვერპლთა რიცხვმა 168 ათასს გადააჭარბა. ინდონეზიის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა 115 ათასამდე ადამიანის სიკვდილი. 12 ათასზე მეტი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შრი ლანკაში ცუნამიმ 31 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინდოეთში დაიღუპა 16 ათასზე მეტი, ხოლო ტაილანდში - ხუთი ათასზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ბევრია უცხოელი ტურისტი.