Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ


გაეროს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების ლიდერებს შორის დიალოგი განახლდება

გაეროს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების ლიდერებს შორის დიალოგი განახლდება
ახლა, ანუ სეპარატისტულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების ჩავლის შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოსათვის განკუთვნილ საანგარიშო მოხსენებაში. მასში კოფი ანანი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო მისია აქამდე ამოიწურებოდა მცირე მასშტაბის პროექტებით, ორ მხარეს შორის კონტაქტის 5 თვის მანძილზე არარსებობის გამო. როგორც იუწყებიან, დღეს ანანის პრეს-მდივანმა სტეფან დუჟარიკმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის სირთულეზე: დუჟარიკის ხმა
“აფხაზეთში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეზღუდა ორ მხარეს შორის მოლაპარაკების საშუალება. კოფი ანანი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია შესაძლებელს გახდის მოლაპარაკების განახლებას”. მიმდინარე კვირაში სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს უთხრეს, რომ მხარეები მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისათვის.
XS
SM
MD
LG