Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით


პალესტინელთა ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ღაზის სექტორის საზღვარზე

პალესტინელთა ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ღაზის სექტორის საზღვარზე
ავტონომიის უშიშროების ძალების შენაერთების განთავსება - რაც ებრაელთა დასახლებებზე ექსტრემისტების თავდასხმების აღკვეთას ისახავს მიზნად - წერტილს დაუსვამს ამ რაიონში ისრაელის სამხედრო ოპერაციებს. [მაჰმუდ აბასის ხმა] " პალესტინელთა უშიშროების ძალები განთავსებულ იქნა ღაზის სექტორის სახვადასხვა სასაზღვრო რაიონში. თავიანთი უმთავრესი ამოცანა მათ სწორედ იქ უნდა შეასრულონ. უწინ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა და მათი განთავსება შესაძლებელი გახდა საზღვართან ახლოს. შედეგად, მათ საშუალება მიეცემათ, შეასრულონ მთავარი მისია, როგორც ეროვნული უშიშროების ძალებმა." ისრაელი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, თუ პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა არ აღკვეთს "ჰამასის" ექსტრემისტული დაჯგუღების სარაკეტო იერიშებს.
XS
SM
MD
LG