Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობის აქტებმა დღეს ისევ


ერაყში ძალადობის აქტებმა დღეს ისევ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე.

ერაყში ძალადობის აქტებმა დღეს ისევ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე.
6 ერაყელი დაიღუპა ბომბის ბაღდადის ჩრდილოეთით აფეთქების შედეგად. ბაღდადიდან 200-მდე კილომეტრში მდებარე ბაჯის სიახლოვეს გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა და 3 ადამიანი მოკლა. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთში მდებარე ქალაქ ნასირიის საავადმყოფოში, როგორც ჩანს, მოკლე ჩართვით გამოწვეულმა ხანძარმა, სულ ცოტა, 12 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. ერაყის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა აიად ალავიმ დღეს გამოთქვა იმედი, რომ მოახლოებული საყოველთაო არჩევნები ხელს შეუწყობს ერაყში ძალადობისათვის ბოლოს მოღებას. არჩევნები 30 იანვარს უნდა გაიმართოს. არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, ერაყში ყველაზე ცნობილმა ტერორიტსმა აბუ მუსაბ ზარკავიმ გაავრცელა ახალი განცხადება, რომლითაც ომს უცხადებს არჩევნებს. ეს ცნობა ვრცელდება ჩანაწერით, რომელიც ინტერნეტში, ერთ-ერთ ისლამისტურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და რომელიც, როგორც ჩანს, ზარკავის გაკეთებულია.
XS
SM
MD
LG