Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ყარიმოვმა ახალი


უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ყარიმოვმა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა,

უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ყარიმოვმა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა,
რომ შეაჩერებს უზბეკეთში უკრაინის მსგავსი რევოლუციის ნებისმიერ მცდელობას. ყარიმოვმა პარლამენტში, რომლის სხდომას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, აღნიშნა, რომ მის მთავრობას აქვს საკმარისი ძალა საიმისოდ, რომ არ დაუშვას უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის” გამეორება.
იუწყებიან ასევე, რომ უკრაინის მსგავსი რევოლუციის საკითხზე განცხადება გააკეთა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა გაზეთ “ნეზავისიმაია გაზეტასთან” ინტერვიუში. აყაევის თქმით, იმათ, ვისაც - როგორც აყაევმა აღნიშნა - “ხავერდოვანი რევოლუციის” მოწყობა სურთ ყირგიზეთში, უნდა გააცნობიერონ, რომ ამგვარ მცდელობას, შესაძლოა, სამოქალაქო ომი მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG