Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება ერაყში დაგეგმილ


საქართველოს საგარეო უწყება ერაყში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოს საგარეო უწყება ერაყში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
საინფორმაციო სააგენტო ’ინტერპრესის’ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგად ერაყელი ხალხი პირველად დემოკრატიული გზით აირჩევს საკუთარ ხელისუფლებას, რაც არა მარტო ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის ისტორიული მოვლენაა. "საქართველოში დემოკრატიის ფასი კარგად იციან, რაც ხალხმა 2003 წლის ვარდების რევოლუციით დაამტკიცა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ანტიტერორისტული კოალიციის სხვა წევრებთან ერტად, საქართველო გვერდში უდგას ერაყელ ხალხს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტაბილურობის დამყარებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ერაყში სამშვიდობო მისიას 2003 წლის 3 აგვისტოდან ასრულებს. ამჟამად ერაყში მესამე როტაციით "კომანდოს" ორი ასეული იმყოფება. უახლოეს ხანებში კი მას "შავნაბადას" ბატალიონი შეუერთდება, რის შედეგადაც ერაყში ქართველი სამხედროების რიცხვი 850-მდე გაიზრდება. ისინი ერაყში გაერო-ს ოფისს დაიცავენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული ქვედანაყოფები ერაყში მანამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.
XS
SM
MD
LG