Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ხმების დათვლა გრძელდება. ერაყის


ერაყში ხმების დათვლა გრძელდება. ერაყის დროებითმა პრემიერ მინისტრმა ერაყის მოსახლეობას ერთიანობისკენ

ერაყში ხმების დათვლა გრძელდება. ერაყის დროებითმა პრემიერ მინისტრმა ერაყის მოსახლეობას ერთიანობისკენ
მოუწოდა. აიად ალავიმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დარჩენილ დროს მოახმარს იმაზე ზრუნვას, რომ ერაყის უმცირესობები ღირსეულად იყვნენ წარმოდგენილი ერაყის ახალ ხელისუფლებაში: [ალავის ხმა] "დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის ახალ ფაზაში შედის. დადგა დრო, რომ ერაყელები მომავლის ასაშენებლად გაერთიანდნენ. იმათი, ვინც ხმა მისცა და იმათიც, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, საერთო ამოცანაა ავაშენოთ ახალი, სტაბილური, უსაფრთხო და ძლიერი ქვეყანა. დადგა დრო უარი ვთქვათ ურთიერთდაპირისპირებაზე. დადგა ერთად შრომისა და იმის დრო, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ ამ დიდებული ქვეყნის შესაძლებლობები". ერაყის საარჩევნო კომისიის ცნობით, 30 იანვრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით სამოცმა პროცენტმა. გაეროსა და მსოფლიოს ლიდერები ერაყელების სიმამაცეზე განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განაცხადა: [ასელბორნის ხმა] "ქედს ვიხრი ერაყელი ხალხის სიმამაცის წინაშე. მათ მართლაც დაგვანახეს, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი სახელმწიფოს აშენებას, სადაც კანონი იმეფებს". ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანველ ბაროზომ კი განაცხადა, რომ ერაყის არჩევნები ძალიან მძლავრი სიგნალია მთელი რეგიონისთვის: [ბაროზოს ხმა] "ერაყის არჩევნები იყო ძალიან ძლიერი სიგნალი რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, იმათთვის, ვინს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის". საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელ ბარნიემ კი შექების გარდა, ერაყელებს მომავლის ამოცანები შეახსენა: [ბარნიეს ხმა] "მას შემდეგ, რაც პირველი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია მომდევნო ნაბიჯებზე ზრუნვაც: პირველი მათ შორის კონსტიტუციის შემუშავებაა, რომელიც მისაღები იქნება ყველა რეგიონისთვის, ყველა ძალისა და სათვისტომოსთვის, შემდგომი ნაბიჯი კონსტიტუციის მიღებაა, ამის შემდგომი კი მორიგი არჩევნების ჩატარება."
ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი, რომ ერაყის ახალ მთავრობაში წარმოდგენილი იქნება ყველა ჯგუფი, სუნიტი მაჰმადიანების ჩათვლით.
საერთაშორისო აღიარების გვერდით, ერაყელმა სუნიტებმა განაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და რომ მონაწილეთა რიცხვი, 57 პროცენტი ასევე გაზვიადებულია.
XS
SM
MD
LG