Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია


თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაუქმებული კადეტთა კორპუსის მოსწავლეებმა

თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაუქმებული კადეტთა კორპუსის მოსწავლეებმა
და მათმა მხარდამჭერებმა. კადეტები საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ. გასულ კვირაში, ოთხშაბათს, ზურაბ ჟვანია კადეტთა კორპუსის აღსაზრდელებს დაპირდა, რომ კადეტებს მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის დასრულების საშუალებას მისცემდნენ. მომავალი წლიდან კი კადეტთა კორპუსის აღსაზრდელები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში უნდა გადაენაწილებინათ. როგორც კადეტები და მათი მშობლები აცხადებენ, ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხის მიღებას ვერ ახერხებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი".
XS
SM
MD
LG