Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მთიანი ყარაბაღის
კონფლიქტში ბოლოს და ბოლოს მოხერხდება კომპრომისის გამოძებნა. ამ შინაარსის განცხადება ლავროვმა ბაქოში, აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ხელისუფლებას რუსული ენისა და კულტურის მხარდაჭერისთვის. [სერგეი ლავროვის ხმა] "დიდად ვაფასებთ იმ ყურადღებას, რომელსაც აზერბაიჯანი უთმობს რუსული ენის განვითარებას. და დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, როცა ბაქოს სლავურ უნივერსიტეტს ვესტუმრები. ჩვენც ვიღებთ ზომებს საიმისოდ, რათა ხელი შევუწყოთ რუსეთში აზერბაიჯანული ენის განვითარებას და დღეს მოვილაპარაკეთ, რომ ამ მხრივ მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ."
XS
SM
MD
LG