Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები


დღეს დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობას

დღეს დილიდან მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ცნობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ. ზურაბ ჟვანია ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილესთან, რაულ უსუფოვთან თბილისში, საბურთალოს ქუჩა ნომერ 53-ში სტუმრობისას, ბუნებრივი აირის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირით მოწამლვით გარდაიცვალა. იმავე მიზეზს ასახელებენ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზადაც. აი, რა თქვა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტმა ლევან სამხარაულმა პრემიერ-მინისტრის სიკვდილის მიზეზზე: [სამხარაულის ხმა] "ადამიანის ორგანიზმში 10 პროცენტამდე კარბოქს-ჰემოგლობინის არსებობა არ იწვევს სასიკვდილო შედეგს. ათიდან ოც პროცენტამდე იწვევს ინტოქსიკაციას. ოცი პროცენტის ზევით დგება სასიკვდილო შედეგი. ბატონი ზურაბ ჟვანიას სისხლში აღმოჩნდა, დაზუსტებული ინფორმაციით, 40 პროცენტზე მეტი, მაგრამ კონკრეტულად რამდენი პროცენტი, ამას მოგახსენებთ ხვალ სამ საათზე". სამხარაულის თანახმად, დადგინდება რაულ იუსიპოვის სისხლის ექსპერტიზის შედეგებიც.
XS
SM
MD
LG