Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის რამდენიმე უბანში საპროტესტო მსვლელობები


მოსკოვის რამდენიმე უბანში საპროტესტო მსვლელობები მოეწყო სოციალური შეღავათების შემცირებასთან დაკავშირებით.

მოსკოვის რამდენიმე უბანში საპროტესტო მსვლელობები მოეწყო სოციალური შეღავათების შემცირებასთან დაკავშირებით.
თუმცა წინა დღეებში ჩატარებულ აქციებთან შედარებით, დღეს პროტესტს ნაკლები ხალხი შეუერთდა. აქციებში მონაწილეობა ძირითადად ხანდაზმულმა ადამიანებმა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ 1 იანვარს დაწყებული რეფორმა პენსიონერებს, ინვალიდებს, ომის ვეტერანებს და სხვა სოციალურ ჯგუფებს ფულად თანხას აძლევს ისეთი შოციალური შეღავათების სანაცვლოდ, როგორიცაა უფასო სამედიცინო მომსახურება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ოფიციალური მონაცემებით, ეს რეფორმა რუსეთის 144 მილიონიანი მოსახლეობიდან 40 მილიონ ადამიანს შეეხო.
XS
SM
MD
LG