Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება წინსვლა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო


გრძელდება წინსვლა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში: ახლო აღმოსავლეთის ე.წ. "კვარტეტის"

გრძელდება წინსვლა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში: ახლო აღმოსავლეთის ე.წ. "კვარტეტის"
- გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის - წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, 1 მარტს ლონდონში შეიკრიბონ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადებით, ჯგუფი, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში "საგზაო რუკის" სამშვიდობო გეგმა, გამართავს შეხვედრას კონფერენციისას, რომელზეც პალესტინელების სახელმწიფოებრიობისაკენ მიმართულ ზომებზე იმსჯელებენ. დღესვე ისრაელის პერმიერ-მინისტრ არიელ შარონის მრჩევლის განცხადებით, მომდევნო დღეებში შარონმა, შესაძლოა, მორიგი მოლაპარაკება გამართოს პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასთან. მათი წინა შეხვედრა სამშაბათს გაიმართა და ორივე მხარემ ზავი გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG