Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის


ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის ოჯახის წევრები ჰარირის სიკვდილის გამოსაძიებლად საერთაშორისო

ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის ოჯახის წევრები ჰარირის სიკვდილის გამოსაძიებლად საერთაშორისო
კომისიის შექმნას მოითხოვენ. ოჯახის წევრებმა განცხადება ამის თაობაზე ხუთშაბათს გამოაქვეყნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო კომისიის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ ჰარირის მკვლელობა "ლიბანის სტაბილურობასა და ეროვნულ ერთიანობაზე" თავდასხმა იყო. ლიბანის ხელისუფლება საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია. შეგახსენებთ, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდა ბეირუთში ორშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG