Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა არა მარტო უარს


ჩრდილოეთი კორეა არა მარტო უარს ამბობს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში

ჩრდილოეთი კორეა არა მარტო უარს ამბობს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში
მონაწილეობაზე, არამედ წყვეტს ამ თემაზე პირდაპირ დიალოგს შეერთებულ შტატებთან. კსდრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას ჩინეთის სინჰუას საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფხენიანი ვერ ხედავს ვაშინგტონთან დიალოგის გამართვის აზრს - რადგან აშშ-ს მტრული პოზიცია უკავია. ჩრდილოეთი კორეის ამ ნაბიჯმა აშშ-ისა და იაპონიის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ვაშინგტონის საგარეო და სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა კონდოლიზა რაისმა და დონალდ რამსფელდმა დღეს უმასპინძლეს თავიანთ იაპონელ კოლეგებს - ნობუტაკა მაჩიმურასა და იოშინორი ონოს. მოლაპარაკების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მისი ხელმომწერები "სერიოზულ შეშფოთებას" გამოთქვამენ ჩრდილოეთი კორეის ბოლოდროინდელი ქმედების გამო. დღესვე, ჩინეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა, რათა ფხენიანს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
XS
SM
MD
LG