Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად


რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა რუსეთის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი.

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაადასტურა რუსეთის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი.
პრეს-კონფერენცია ბრატისლავაში გაიმართა ორი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის მოლაპარაკების შემდეგ. ჯორჯ ბუშის განცხადებით, მან პუტინთან საუბრისას რუსეთის დემოკრატიული იდეალების საკითხი წამოჭრა. ვლადიმირ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთმა 14 წლის წინ გააკეთა საბოლოო არჩევანი დემოკრატიისათვის და “ტოტალიტარიზმისაკენ შებრუნება შეუძლებელი იქნებოდა რუსეთის საზოგადოების მდგომარეობის გამო”. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისმხევაში და გაიზიარეს მოსაზრება, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი.
XS
SM
MD
LG