Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის მთავრობამ გააფრთხილა აშშ, რომ


ყირგიზეთის მთავრობამ გააფრთხილა აშშ, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, შესაძლოა, "გაუთვალისწინებელი"

ყირგიზეთის მთავრობამ გააფრთხილა აშშ, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, შესაძლოა, "გაუთვალისწინებელი"
შედეგები მოჰყვეს. ამ შინაარსის განცხადებით დღეს გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ტალანტ კუშჩუბეკოვი მას შემდეგ, რაც ამერიკის ელჩმა სტივენ იანგმა ყირგიზეთის მასმედიაში ისაუბრა კვირის საპარლამენტო არჩევნების თემაზე და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები არ დააკმაყოფილებს დემოკრატიულობის ამერიკულ სტანდარტებს, ეს ცუდ ზეგავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ამასობაში, ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც არჩევნებზე დისკვალიფიცირებული ოპოზიციონერი კანდიდატების დაშვებას მოითხოვენ, დაამთავრეს მრავალდღიანი საპროტესტო გამოსვლები ყირგიზეთის რამდენიმე რეგიონში. წუხელ ოპოზიციონერმა კანდიდატმა არსლან მალიევმა მოუწოდა მომხრეებს, ბოლო მოუღონ საპროტესტო გამოსვლებს და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში პარლამენტის 75 მანდატის მოსაპოვებლად 390 კანდიდატი იბრძვის.
XS
SM
MD
LG