Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის დედაქალაქში 450-მდე ადამიანი გამოვიდა


ყირგიზეთის დედაქალაქში 450-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე 27 თებერვლის საპარლამენტო

ყირგიზეთის დედაქალაქში 450-მდე ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე 27 თებერვლის საპარლამენტო
არჩევნების გამო უკმაყოფილების გამოსახატავად. ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის შეტაკებაც მოხდა. ხელისუფლების მხარდამჭერებმა ხელისუფლების საწინააღმდეგო პლაკატები დახიეს. ყირგიზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა – ტოპჩუბეკ ტურგუნალიევი, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, გმობს ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გაზეთ "მოია სტოლიცა ნოვოსტი"-ს – "ემ-ეს-ენ"-ის დახურვასა და რადიო "თავისუფლების", იგივე "აზატიკის", როგორც მას ყირგიზეთში უწოდებენ, გადაცემების შეწყვეტას: [ტურგუნალიევის ხმა] "ახლა აკაევი და მისი თანამზრახველები ხურავენ გაზეთ "ემ-ეს-ენ"-სა და რადიო "აზატიკს". ყირგიზეთის სამხრეთში ჯალალ-აბადის პროვინციაში 5 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ოპოზიციის ლიდერ დურონბეკ სადირბაევის მხარდასაჭერად. ოშის პროვინციაში კი 4 ათასამდე ადამიანმა გამოხატა ასევე ოპოზიციონერი კანდიდატის მახამაჯან მამასაიდოვის მიმართ მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG