Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მისია იუწყება, რომ შეიარაღებული


გაეროს მისია იუწყება, რომ შეიარაღებული ჯგუფის 50-მდე წევრი მოკლეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

გაეროს მისია იუწყება, რომ შეიარაღებული ჯგუფის 50-მდე წევრი მოკლეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
გაეროს სამხედრო ოპერაციის დროს. გაეროს სამხედრო მისიის პრეს-მდივნის განცხადებით, სულ მცირე, 50 მეომარი დაიღუპა და გაეროს 2 ჯარისკაცი დაიჭრა შეტაკებისას სამშაბათს იტურის პროვინციაში. ამ ინფორმაციით, ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გაეროს მასტაბილიზებელ ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს. ძალადობას კონგოს იტურის პროვინციაში 1999 წლის შემდეგ 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე აქვს შეწირული. პროვინაციაში გაეროს 4800 სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
XS
SM
MD
LG