Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოდეფიციტი საქართველოში კიდევ სამ კვირას


ენერგოდეფიციტი საქართველოში კიდევ სამ კვირას გასტანს. როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ენერგოდეფიციტი საქართველოში კიდევ სამ კვირას გასტანს. როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის, "კავკასიონის" ანძა, რომლის რემონტსაც მინიმუმ სამი კვირა დასჭირდება. "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რემონტი მცირე ვადებში დასრულდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები მაინც იქნება", - აღნიშნა ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის, რუსეთისა და თურქეთის მთავრობებთან, რათა ამ ქვეყნებიდან დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა მოხდეს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი".
XS
SM
MD
LG