Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სასამართლოში


ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სასამართლოში განსასჯელმა ცეცხლსასროლი იარაღით

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის სასამართლოში განსასჯელმა ცეცხლსასროლი იარაღით
სამი ადამიანი მოკლა. მიღებული ცნობების თანახმად, სასამართლო მოსმენის დროს გაუპატიურებაში ეჭვმიტანილმა, 33 წლის განსასჯელმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოსტაცა შერიფის მოადგილეს და ადგილზე მოკლა სამი კაცი, მათ შორის მოსამართლე, რის შემდეგაც გაქცევა მოახერხა. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა სონი პერდიუმ: [სონი პერდიუს ხმა] "ეს დღე მწუხარების დღეა, როცა ჩვენი ქვენის საფუძველთა საფუძველს - სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემას - თავს ესხმიან ადამიანები, რომლებიც სასამართლოს დარბაზში ასეთ საზარელ დანაშაულს სჩადიან. ჩვენი შტატის შესაბამის უწყებათა მთელი ძალისხმევა ახლა ამ საქმის გამოძიებისა და გაქცეული პირის დაკავებისკენ არის მიმართული."
XS
SM
MD
LG