Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პარლამენტმა წლევანდელი სხდომა ტაივანზე


ჩინეთის პარლამენტმა წლევანდელი სხდომა ტაივანზე ანტი-სეპარატისტული კანონის მიღებით დაასრულა.

ჩინეთის პარლამენტმა წლევანდელი სხდომა ტაივანზე ანტი-სეპარატისტული კანონის მიღებით დაასრულა.
ეს კანონი ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას სეპარატისტული მოქმედების აღსაკვეთად ტაივანზე სამხედრო თავდასხმის უფლებას აძლევს. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ახალი კანონი ომის დაწყებას ხელს არ შეუწყობს. ამ გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი შეერთებული შტატები და იაპონია. ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელი ჯოზეფ ვუ ჩინეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაში მშვიდობისათვის შექმნილ საფრთხეს ხედავს: [ვუს ხმა] "ჩინეთის მთავრობა განგებ შეეცადა ცალმხრივად შეეცვალა სტატუს კვო, როცა ტაივანის წინააღმდეგ არა-მშვიდობიანი ზომების მიღებაზე კანონმდებლობა მიიღო. ეს აშკარად საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რეგიონში".
XS
SM
MD
LG