Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში სირიის დაზვერვის უწყების მუშაკებმა


ლიბანში სირიის დაზვერვის უწყების მუშაკებმა დაიწყეს თავიანთი ოფისების დაცლა,

ლიბანში სირიის დაზვერვის უწყების მუშაკებმა დაიწყეს თავიანთი ოფისების დაცლა,
რაც ლიბანიდან სირიის ჯარების გასვლის ჩარჩოებში მიმდინარეობს. ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ბეირუთში გუშინ გამართული საპროტესტო გამოსვლები: 800 000-მდე დემონსტრანტი მოითხოვდა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანას. ლიბანში ოპოზიცია მოითხოვს სირიის ჯარების გასვლას მას შემდეგ, რაც 14 თებერვალს მოკლეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი. ბევრი ლიბანელი ფიქრობს, რომ ამ მკვლელობაში სირიის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG