Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მესამეკურსელებს ოქტომბრისთვის გადაუვადდათ გამოცდების ჩაბარება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის მესამეკურსელებს ოქტომბრისთვის გადაუვადდათ გამოცდების ჩაბარება.
ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიიღო. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი" იუწყება, მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტებს მიეცემათ მედდისა და მედძმის კვალიფიკაცია.
თსსუ-ის ამ გადაწყვეტილებით მესამეკურსელებს საშუალება ეძლევათ, შეუფერხებლად მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხად მისაღები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, რასაც სტუდენტების მხრიდან საპროტესტო აქციები მოყვა.
XS
SM
MD
LG