Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი


თბილისში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი საქართველოს მთავრობას ურჩევს, თავი შეიკავოს

თბილისში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი საქართველოს მთავრობას ურჩევს, თავი შეიკავოს
მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებისგან. როგორც მაილსმა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის საკითხებზე მომუშავე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა მოსაზრებით, გაზსადენის გასხვისება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის საზიანო იქნებოდა. “იმაზე საუბარი, თითქოს გაზსადენმა კომერციული და სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა, არასწორია. გაზსადენის გაყიდვის შემთხვევაში იგი ერთი მონოპოლისტის ხელში აღმოჩნდება, რაც საქართველოსთვის არასასურველიაო” - განაცხადა მაილსმა, რომელმაც საქართველოს მთავრობას ენერგოსექტორში გამჭვირვალე პრივატიზაციის განხორციელებისკენ მოუწოდა. საქართველოს მთავრობამ მაგისტრალური გაზსადენის სრულად, ან ნაწილობრივ გასხვისების შესახებ რამდენიმე თვის წინათ გამოაცხადა. გაზსადენის პოტენციურ მყიდველად რუსეთის კომპანია “გაზპრომს” განიხილავდნენ.
XS
SM
MD
LG