Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში დაიწყო ევროპის სამი ქვეყნის


პარიზში დაიწყო ევროპის სამი ქვეყნის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის

პარიზში დაიწყო ევროპის სამი ქვეყნის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის
ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ირანის წარმომადგენლებთან. მხარეები განაგრძობენ დისკუსიას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ევროპელების მიზანია, ირანს უარი ათქმევინონ ბირთვული იარაღის შექმნაზე, მაგრამ რაიმე გარღვევა დღეს მოსალოდნელი არ არის. ირანში ატომური უწყების ვიცე-პრეზიდენტმა გუშინ გაიმეორა, რომ ირანი არ დაუშვებს, მას უარი ათქმევინონ ბირთვული პროგრამის განვითარებაზე. ირანი ირწმუნება, რომ ამ პროგრამას მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში იყენებს. საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ცდილობენ, ირანი პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით წაახალისონ და ასე დაიყოლიონ ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG