Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაისში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაისში ლატვიას, ნიდერლანდებს, რუსეთსა და საქართველოს ეწვევა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაისში ლატვიას, ნიდერლანდებს, რუსეთსა და საქართველოს ეწვევა.
ჯორჯ ბუშის ვიზიტი, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების მე-60 წლისთავთან დაკავშირებით 6-10 მაისს შედგება, როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, “ხაზს გაუსვამს აშშ-ის და მისი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების ერთობლივ სწრაფვას, მიაღწიონ თავისუფლების აყვავებას და ტოლერანტობის განვითარებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ”. როგორც იუწყებიან, მოსკოვში ჯორჯ ბუში მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, შეხვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ევროპაში მოგზაურობას კი დაასრულებს 10 მაისს თბილისში ვიზიტით.
XS
SM
MD
LG